საქართველო
მომხმარებელთა მხარდაჭერა

ინფორმაცია გარანტიის შესახებ

შენი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, ჩვენ გთავაზობთ მწარმოებლის გარანტიას ყველა ჩვენს პროდუქტზე.
გარანტიის გამოისაყენებლად, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით.
ქვემოთ მოცემულია მოკლე მიმოხილვა, თუ რა შედის სამსუნგის ოფიციალური პროდუქტების გარანტიაში.

გარანტიის პირობები

  • աշխիքային ժամկետ
    • საგარანტიო ვადა

      1 տարի-մինչև 01.07.2026 վաճառված սարքերի համար

      2 տարի-01.07.2026-ից վաճառված սարքերի համար

    • Ծառայության ժամկետը
      3 տարի ' շահագործման կանոնների պահպանման պայմանով: Ծառայության ժամկետը հաշվարկվում է արտադրատեսակի պատրաստման օրվանից, Եթե արտադրատեսակն օգտագործողի ձեռնարկով այլ սահմանափակում սահմանված չէ:
  • პლანშეტი

  • ტარებადი მოწყობილობები
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      * 1 წელი — 01/06/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის

      ** 2 წელი — 01/06/2022-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის

    • ექსპლუტაციის ვადა
      3 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • LED-ტელევიზორი
    • გარანტია

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      ** 2 წელი — 01/06/2022-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის/p>

    • ექსპლუტაციის ვადა
      5 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • LCD-ტელევიზორი

  • აუდიოსისტემა

  • სახლის კინოთეატრი

  • ლაზერული პროექტორი (DLP)

  • სასტუმროს ტელევიზორი
    • გარანტია

      საქართველო — 3 წელი

    • ექსპლუტაციის ვადა
      5 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **/p>

    • ექსპლუტაციის ვადა
      7 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • სარეცხი მანქანა, საშრობი მანქანა
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

    • დამატებითი გარანტია პროდუქტის გაყიდვის დღიდან 10* ან 20** წლის ვადით
      შეეხება სარეცხი მანქანის ინვერტორულ ძრავს, მწარმოებლის შეცდომის გაუმართაობის შემთხვევაში ნაწილს მიეწოდება უფასოდ. ნაწილის მიწოდება ხდება უფასოდ, თუ რემონტი შესრულდება ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ.
      * 10 წელი - 01.01.2023-მდე და 01.04.2026 შემდეგ გაყიდული მოწყობილობებისთვის
      ** 20 წელი - 01.01.2023-დან 01.04.2026-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის
      დამატებითი გარანტია პროდუქტის გაყიდვის დღიდან 10* ან 20** წლის ვადით
      შეეხება საშრობი მანქანის ინვერტორულ ძრავს, მწარმოებლის შეცდომის გამო გაუმართაობის შემთხვევაში ნაწილს მიეწოდება უფასოდ. ნაწილის მიწოდება ხდება უფასოდ, თუ რემონტი შესრულდება ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ.
      * 10 წელი - 01.04.2026 შემდეგ გაყიდული მოწყობილობებისთვის
      ** 20 წელი - 01.01.2023 შემდეგ გაყიდული მოწყობილობებისთვის
      ექსპლუტაციის ვადა
      7 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • მტვერსასრუტი, კონტეინერის გასაწმენდი მოწყობილობა
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      * 1 წელი — 01/06/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის

      ** 2 წელი — 01/06/2022-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის

    • დამატებითი ვალდებულება პროდუქტის გაყიდვის დღიდან 10* წლის ვადით
      რაც შეეხება მტვერსასრუტების სერიების: SC07F80, VR9000, VS8000 ინვერტორულ ძრავას — ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება უფასოდ იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდა მწარმოებლის მიერ გამოწვეული გაუმართაობა და თუ რემონტი შესრულდება ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ.
      * 10 წელი - 01.01.2023-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის დამატებითი გარანტია პროდუქტის გაყიდვის დღიდან 10 წლის ვადით
      რაც შეეხება მტვერსასრუტების ინვერტორულ ძრავს (გარდა POWERbot-ის სერიის), ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება უფასოდ იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდა მწარმოებლის მიერ გამოწვეული გაუმართაობა და თუ რემონტი შესრულდება ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ.
      * 10 წელი - 01.01.2023-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის დამატებითი ვალდებულება პროდუქტის გაყიდვის დღიდან 2* წლის ვადით
      რაც შეეხება ბატარეას Jet Bot სერიისთვის და BESPOKE Jet, Jet 85/95-ისთვის, ნაწილი უზრუნველყოფილია უფასოდ მწარმოებლის მიერ გამოწვეული გაუმართაობის შემთხვევაში. ნაწილის მიწოდება ხდება უფასოდ, თუ რემონტი შესრულდება ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ.
      ექსპლუტაციის ვადა
      7 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • ინდუქციური ჩასაშენებელი ზედაპირი
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      * 1 წელი — 01/06/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის

      ** 2 წელი — 01/06/2022-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის

    • ექსპლუტაციის ვადა
      7 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • გაზის ჩასაშენებელი ზედაპირი

  • ელექტრონული ჩასაშენებელი ღუმელი

  • გამწოვი
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      * 1 წელი — 01/06/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის

      ** 2 წელი — 01/06/2022-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის

    • ექსპლუტაციის ვადა
      5 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • მაცივარი
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      * 1 წელი — 01/06/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის

      ** 2 წელი — 01/06/2022-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის

    • დამატებითი გარანტია პროდუქტის გაყიდვის დღიდან 10* ან 20** წლის ვადით
      ინვერტორულ კომპრესორისთვის, მწარმოებლის შეცდომით გამოწვეული გაუმართაობის შემთხვევაში, ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება უფასოდ. ნაწილის მიწოდება ხდება უფასოდ, თუ რემონტი შესრულდება ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ.
      * 10 წელი - 01.01.2023-მდე და 01.04.2026 შემდეგ გაყიდული მოწყობილობებისთვის
      ** 20 წელი - 01.01.2023-დან 30.03.2026-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის, შემდეგი მოდელების გამოკლებით: RB56TS754, RB50RS334, RF48A4000, RB46TS374, RB44TS134.
      ექსპლუტაციის ვადა
      7 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • მიკროტალღური ღუმელი
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      * 1 წელი — 01/06/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის

      ** 2 წელი — 01/06/2022-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის

    • დამატებითი გარანტია პროდუქტის გაყიდვის დღიდან 10* წლის ვადით
      მიკროტალღური ღუმელების ბიო-კერამიკული საფარისთვის — მწარმოებლის შეცდომით გამოწვეული გაუმართაობის შემთხვევაში, ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება უფასოდ. ნაწილის მიწოდება ხდება უფასოდ, თუ რემონტი შესრულდება ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ.
      ექსპლუტაციის ვადა
      7 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • კონდიციონერი
    • საგარანტიო პერიოდი

      საქართველო – 1 წელი * ან 2 წელი **

      * 1 წელი - 06/01/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის

      ** 2 წელი - 06/01/2022 გაყიდული მოწყობილობებისთვის

    • უფასო მომსახურების პერიოდი
      უფასო მომსახურების პერიოდი აზერბაიჯანის რესპუბლიკა - 2 წელი სომხეთის რესპუბლიკა - 2 წელი საქართველო – 2 წელი * ან 1 წელი **
      * 2 წელი - 06/01/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის ** 1 წელი - 06/01/2022 გაყიდული მოწყობილობებისთვის
      უფასო სერვისი გულისხმობს მწარმოებლის დამატებით ვალდებულებას, აღმოფხვრას მწარმოებლის ბრალით წარმოშობილი პროდუქციის ნაკლოვანებები (დეფექტები), მყიდველის (მომხმარებლის) გადახდის გარეშე.
      უფასო სერვისი უზრუნველყოფილია Samsung-ის სერტიფიცირებული ინსტალერის ინსტალაციისა და საგარანტიო ბარათში ინსტალაციის ინფორმაციის შეყვანის პირობით.
      თუ ინსტალერი არ არის დამოწმებული Samsung — ის მიერ ან ინფორმაცია არ შედის საგარანტიო ბარათში-უფასო სერვისი არ არის გათვალისწინებული. დამატებითი გარანტია პროდუქტის გაყიდვის დღიდან 10* წლის ვადით
      ინვერტორულ კომპრესორისთვის, მწარმოებლის შეცდომით გამოწვეული გაუმართაობის შემთხვევაში, ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება უფასოდ. ნაწილის მიწოდება ხდება უფასოდ, თუ რემონტი შესრულდება ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ. ექსპლუტაციის ვადა
      7 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • ჰაერის გამწმენდი
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 1 წელი * ან 2 წელი **

      * 1 წელი — 01/06/2022-მდე გაყიდული მოწყობილობებისთვის

      ** 2 წელი — 01/06/2022-დან გაყიდული მოწყობილობებისთვის

    • ექსპლუტაციის ვადა
      5 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • LCD-მონიტორი
    • საგარანტიო ვადა

      საქართველო — 2წელი

    • ექსპლუტაციის ვადა
      5 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.
  • LFD-მონიტორი
    • გარანტიის ვადა

      საქართველო — 3 წელი

      (მოდელები LH10* – 2 წელი)

    • ექსპლუტაციის ვადა
      5 წელი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. მომსახურების ვადა გამოითვლება პროდუქტის დამზადების დღიდან, თუ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში სხვა შეზღუდვა არ არის დადგენილი.

საგარანტიო ტალონი

არასაგარანტიო მომსახურება

კომპანია შ.პ.ს “Samsung Electronics Co., Ltd.” («სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.»), Samsung Electronics - ის ჯგუფის მთავარი კომპანია, რომელიც აწარმოებს Samsung – ის პროდუქციას (შემდგომში ნახსენები „მწარმოებლად“), მდებარე მისამართზე: 29, სამსუნგ- ნო, ენგტონგ-გუ, ქ.სუვონი, კიონგი-დო, კორეის რესპუბლიკა, დარეგისტრირებული 13.01.1969 წელს ქ. სუვონის აღმოსავლეთის სარეგისტრაციო რაიონული სასამართლოს მიერ( სარეგისტრციო ნომერი № 000905), გამოხატავს მადლიერებას თქვენი არჩევანით. ჩვენი მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომ ამ პროდუქტმა დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნილებები, ხოლო ხარისხი შეესაბამებოდეს მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს.

«სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.» ექსპლუატაციის წესების დაცვის შემთხვევაში, ადგენს მოხმარების ვადებს: საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე – 7 წელი, ტელევიზორებზე, მონიტორებზე, ჰაერგამწმენდებზე, აუდიო-, ვიდეო ტექნიკაზე – 5 წელი, მობილური ტელეფონები, პლანშეტები, მოდემებზე, პროექტორებზე – 3 წელი. მოხმარების ვადა გამოითვლება პროდუქტის გამოშვების თარიღიდან, თუ მომხმარებლის სახელმძღვანელოთი არ არის დადგენილი სხვა შეზღუდვები.

პროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მანიპულაციური ნიშნების შესაბამისად (არსებობის შემთხვევაში) და მწარმოებლის ორიგინალურ შეფუთვაში. არ დაუშვათ შეფუთვაში ტენის შეღწევა.

მწარმოებელი გირჩევთ მოხმარების ვადის ამოწურვისას მიმართოდ ავტორიზირებულ სერვის ცენტრს (ასც) პროფილაქტიკური სამუშაოებისა და მოწყობილობის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ რეკომენდაციების მისაღებად. ავტორიზირებული სერვის ცენტრების (ასც) –ს მისამართები და ნომრები შეგიძლიათ გაიგოთ «ერთიანი მხარდაჭერის ჯგუფთან» დაკავშიორებით ან საიტზე. ჩვენ გირჩევთ მიაკითხოთ ასც–ს, თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე პრობლემა, საქონლის ექსპლუატაციასთან და მუშაობასთან დაკავშირებით.

«სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.»–ს ყველა საქონელი განკუთვნილია მიწოდებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისად დამზადებულია ამ ქვეყანაში ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით. ამაში დასარწმუნებლად, გთხოვთ შეამოწმოთ პროდუქტზე და შეფუთვაზე შესაბამისობის ოფიციალური ნიშნების არსებობა.

გაუგებრობის ასაცილებლად, გთხოვთ ყურადღებით შეისწავლოთ მომხმარებლის სახელმძღვანელო, გარანტიის ვალდებულებების პირობები, შეამოწმოთ საგარანტიო ტალონის შევსების სისწორე. პროდუქტის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საგარანტიო ტალონი ძალაშია მხოლოდ სწორად და გარკვეულად მითითების: მოდელის, პროდუქტის სერიული ნომრის, გაყიდვის თარიღის, გამყიდველი ფირმის გარკვეული ბეჭდის, მყიდველის ხელმოწერის არსებობის შემთხვევაში. მოდელი და სერიული ნომერი უნდა შეესაბამებოდეს საგარანტიო ტალონში მითითებულს. როდესაც წინამდებარე პირობები დარღვეულია და ასევე, მითითებულ საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაწერილი, საგარანტიო ტალონი აღიარდება ბათილად.

Юამ შემთხვევაში საგარანტიო მომსახურების მისაბათ აუცილებებია ფისკალური ან სხვა ტიპის დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ადასტურებს აპარატის ყიდვის თარიღს. იმ შემთხვევაში, თუკი გაყიდვის თარიღის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, საგარანტიო ვადა გამოანგარიშდება საქონლის გამოშვების თარიღიდან.

წინმდებარე საგარანტიო ტალონით «სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.» ადასტურებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს, დამამზადებლის მიზეზით საქონელში წარმოშობილი ნაკლის აღმოჩენისას, დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები, დადგენილი მომქმედი კანონმდებლობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. «სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.» იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და საქონლის უფასო სერვის მომსახურებაზე ქვემოთ გადმოცემულ პირობების დარღვევის შემთხვევაში. საგარანტიო ვალდებულებების და უფასო სერვის მომსახურების პირობები მოქმედებენ იმ ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, რომელშიც ხორციელდება საგარანტიო ვალდებულებები და უფასო სერვის მომსახურება. „სამსუნგ ელექტრონიქს კო., ლტდ.“ ადგენს საგარანტიო ვადას, რომელიც

იანგარიშება გაყიდვის თარიღიდან და უფასო სერვის მომსახურების ვადას, საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ, მეორე და მესამე გვერდზე მოცემულ ცხრილის შესაბამისად, ექსპლუატაციის პირობების დაცვის გათვალისწინებით ამ შემთხვევაში საგარანტიო ვადა და უფასო სერვის მომსახურების პერიოდი ისაზღვრება პროდუქტის მიხედვით. ამასთან, საგარანტიო ვადა და უფასო მომსახურების ვადა შეზღუდულია პროდუქტის მოხმარების ვადით.

საგარანტიო ვალდებულებების და უფასო სერვის მომსახურების პირობები.

1. დამამზადებლის საგარანტიო ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება მხოლოდ პროდუქტზე, რომელიც განკუთვნილია «სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.»–ს მიერ მიწოდებისთვის და რეალიზაციისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, შეძენილია საქართველოს ტერიტორიაზე და გავლილი აქვთ სერტიფიკაცია საქართველოში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

2. უფასო სერვის მომსახურების ქვეშ იგულისხმება დამამზადებლის დამატებითი ვალდებულება, მისსავე მიზეზით პროდუქტში გაჩენილი ნაკლოვანებების (დეფექტების) აღმოფხვრაზე, მყიდველისგან (მომხმარებლისგან) გადასახადის გარეშე.

3. პროდუქტში წუნდებული ნაწილების (დეტალების, კვანძების და საამწყობო ერთეულების) გამოცვლას არ მოჰყვება საგარანტიო ვადის, უფასო სერვის მომსახურების პერიოდში ახალი საგარანტიო ვადის დადგენა, ახალი უფასო სერვის მომსახურების ვადის დადგენა მთლიან პროდუქტზე და გამოცვლილ ნაწილებზე. მწარმოებელი ყოველთვის ანახლებს პროგრამულ უზრუნველყოფას(პუ),სამომხმარებლო თავისებურებების მიხედვით. ეს უზურნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლისთვის რომელიც მოიხმარს კომპანიის ოფიციალურ პროდუქტს. მომხმარებელს დამოუკიდებლად შეუძლია პროდუქტისთვის პუ - ს განახლება, ან ავტომატურ რეჟიმში, მისი თანხმობის შემდეგ. მწარმოებელი არ არის ვალდებული გაყიდვის დროს არსებული პუ - ს ვერსიის შენარჩუნებაზე ან შეცვლაზე მომსახურების ვადის დროს, თუ ვერსიის განახლება არ მოხდა მწარმოებლის ჩარევის შედედეგად.მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, რომ გამოყენებულ იქნას არსებული მობილური პროდუქტისთვის აქტუალური პროგრამული უზრუნველყოფა.

4. საგარანტიო ვადა ნაწარმის კომპლექტში შემავალ ყველა ნაწილზე უტოლდება ძირითადი ნაწარმის ვადას, შემდეგი ნაწილების გარდა:

ა) კვების ელემენტები (ბატარეები), პროექტორის ნათურები და განათების ნათურები იმ პროდუქტებში, სადაც ნათურების შეცვლის პროცედურა აღწერილია მომხმარებლის ინსტრუქციაში;

ბ) შემაერთებელი კაბელები (თუ კაბელი არ არის დასამუხტი მოწყობილობის შემადგენელი ნაწილი), საყურისები, ინფრმაციის სხვადასხვა სახის მატარებელი (დისკები პროგრამული უზრუნველყოფით და დრაივერებით, მეხსიერების ბარათები);

გ) ჩასადები, ჩანთები, ქამრები, ელ. სადენები, სამონტაჟო მოწყობილობები, ინსტრუმენტი და დოკუმენტაცია, რომელიც თან ერთვის პროდუქტს;

დ) პროდუქტთან ერთად მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა და დრაივერები სხვადასხვა ტიპის საცავის მედიაზე (მათ შორის, პროდუქტის მყარ დისკზე წინასწარ დაინსტალირებული პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით), ასევე პროგრამული უზრუნველყოფის ხელახლა ინსტალაციისა და კონფიგურაციის საჭიროება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროება გამოწვეულია პროდუქტის დეფექტით, რომელიც გამოწვეულია მწარმოებლის ბრალეულობით.

დამატებით:

ა) მაცივრებისთვის: ჰაერის გამასუფთავებელი (ბიოდეზადორატორი), ფილტრები, თაროები, ყუთები და პროდუქტებისთვის სხვა შესანახი სათავსოები;

ბ) ღუმელები და მიკროტალღური ღუმელები:მავთულის თარო,განცალკევებული მავთულის თარო,მავთულის თარო გრილისთვის,საცხობი ლანგარი,კერამიკული საცხობი ლანგარი,კონვენციური ლანგარი,შესაწვავი ლანგარი,წყლის ჯამი,ორთქლსახარში,ორთქლსახარშის ლანგარი,ორთქლსახარშის თეფში; გაზის ტიპის მოსამზადებელი სამზარეულო ზედაპირები:კანფორის თავსახურები,კანფორის გაზის ნაკადის გამყოფი/გამანაწილებელი,შესადგამი;

გ) მტვერსასრუტებისთვის: შლანგები, მილები, ჯაგრისები, ნაცმები, ფილტრები; დ) ჭურჭლის და სარეცხ მანქანებისთვის: წყლის სადენ/ჩარეცხვის შლანგები;

ე) კონდიციონერებისთვის და სამზარეულოს გამწოვებზე: ფილტრები.

5. საგარანტიო ვალდებულებები და უფასო სერვის მომსახურება მწარმოებლის მიერ არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პროდუქტი, გათვალისწინებული პირადი (საყოფაცხოვრებო, შინაური) მოთხოვნილებებისთვის, იყო გამოყენებული სამეწარმეო საქმიანობაში და ასევე სხვა მიზნებში, რომლებიც არ ეხება მის პირდაპირ დანიშნულებას;

ბ) მოხმარების სახელმძღვანელოში და სხვა მომხმარებლისთვის პროდუქტთან ერთად გადაცემულ დოკუმენტაციაში აღწერილი პროდუქტის ექსპლუატაციის წესების და დაყენების დარღვევის შემთხვევაში;

გ) თუ ნაწარმს ეტყობა არაკვალიფიციური ჩარევის კვალი (არაორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენება, ნაწარმის გახსნა და შეკეთება იმ პირების მიერ, ვისაც არ გააჩნია მწარმოებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება);

დ) თუ დეფექტი გამოწვეულია პროდუქტის ანდა სქემის შეცვლის გამო, ან დამამზადებლის მიერ გაუთვალისწინებული გარე მოწყობილობის ჩართვის (შეერთების) გამო;

ე) თუ დეფექტი გამოწვეულია მომხმარებლის ანდა მესამე პირის დაუძლეველი ძალების, უბედური შემთხვევების, შეგნებული და გაუფრთხილებელი მოქმედებების გამო;

ვ) თუ აღმოჩენილია მექანიკური დაზიანებები, რომლებიც გაჩნდა მომხმარებლისთვის პროდუქტის გადაცემის შემდეგ; ასევე ნესტის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის, კოროზიის, დაჟანგვის, პროდუქტში უცხო სხეულების, ნივთიერებების, სითხეების, მწერების ან ცხოველების მოხვედრის მიზეზით წარმოშობილი დაზიანებები;

ზ) თუ საჭიროებს აუდიო–ვიდეო თავების, სხვა და სხვა ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობების გაწმენდას;

თ) თუ დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსების და მათი ანალოგიური პროგრამების ზემოქმედებით, პაროლის დაყენებით ანდა შეცვლით, ადრე დაყენებული პუ–ს მოდიფიკაციით და (ანდა) გადაყენებით, მესამე პირის პუ–ს დაყენებით და მოხმარებით, ხისტი მაგნიტური დისკების ფორმატირებით;

ი) თუ დეფექტი გამოწვეულია პროდუქტის ხანგრძლივი გამოყენებით ბუნებრივი ცვეთის შედეგად. ამ შემთხვევაში, ბუნებრივი ცვეთა გულისხმობს პროდუქტის გამოყენების შედეგად მათი ტექნიკური მდგომარეობისა და გარეგნული სახის გაუარესებას ხანგრძლივი მოხმარების გამო;

კ) თუ დაზიანება(დეფექტი) გამოწვეულია ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო სატელეკომუნიკაციო ქსელების, რადიოსიგნალის სიხშირის, სხვა შეუსაბამო მოწყობილობებთან შეერთებით და რელიეფის განსაკუთრებული ბუნებრივი თვისებების გამო, ასევე მოწყობილობის გამოყენებით საზღვარზე და იქ სადაც არ არის ქსელის დაფარვის ზონა;

ლ) თუ დეფექტი გამოწვეულია არასტანდარტული (არა ორიგინალი) და (ან) უხარისხო (დაზიანებული) სახარჯე მასალების, მოწყობილობების, სათადარიგო ნაწილების, კვების ელემენტების, სხვა და სხვა ტიპის ინფორმაციის მატარებლების (მოიაცვს, მაგრამ არ შემოფარგლავს აუდიო-ვიდეო კასეტების, CD, DVD დისკების, მეხსიერების ბარათების, SIM ბარათების, კარტრიჯების) გამოყენებით;

მ) თუ ნაკლოვანებები გამოწვეულია შეუთავსებელი კონტენტის (მელოდიები, გრაფიკული, ვიდეო და სხვა ფაილების, Java და მაგვარი პროგრამების) მიღების, დაყენების და გამოყენების შედეგად;

ნ) თუ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული მონაცემები წაშლილია, ჩასწორებულია ან საერთოდ ეტიკეტი არ არსებობს;

ო) თუ გამოყენებულია არაავტორიზირებული დამცავი შეფუთვა პროფესიონალური დისპლეის (LFD) დამცავი ყუთი;

პ) ნებისმიერი დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ამ პროდუქთან დაკავშირებულ ინსტრუქციის ან მფლობელის სახელმძღვანელოში მოცემული რომელიმე საოპერაციო ან ტექნიკური ინსტრუქციების შეუსრულებლობის გამო.

6. ამ პროდუქტის გამოყენება კომერციულ და საქმიან გარემოებაში აკრძალულია და მოიცავს შემდეგ შეზღუდვებს: ნებისმიერი გამოყენება მოგებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საჯარო ჩვენება კლუბებში, რესტორნებში, ბარებში, ან ნებისმიერი კომერციული გამოყენება უწყვეტი ან განზრახ გრძელვადიანი ასახვით საინფორმაციო შეტყობინებებში, სტატისტიკურ ან ფიქსირებულ გამოსახულებებში, როგორიცაა განრიგი და ასევე 4:3 ფორმატის სურათებზე ან ვიდეოკონტენტზე მუდმივი შავი ზოლებით (TV; Monitor).

7. პროდუქტის გამართვა და დაყენება (აწყობა, ჩართვა და ა.შ.), აღწერილი თანდართულ დოკუმენტაციაში, შეიძლება იყოს განხორციელებული როგორც თვით მომხმარებლის, ასევე შესაბამისი პროფილის ასც–ს სპეციალისტების და გამყიდველი ფირმების მიერ (ფასიან მომსახურების საფუძველზე). ამასთანავე, პროდუქტის დამდგმელი (ამწყობი) პირი (ორგანიზაცია) აგებს პასუხს დადგმის (აწყობის) სისწორეზე და ხარისხზე. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება პროდუქტის სწორი დაყენების მნიშვნელობას, როგორც მისი სანდო მუშაობისთვის, ასევე საგარანტიო და უფასო სერვის მომსახურეობისთვის.

8. გირჩევთ განახორციელოთ მობილური ტელეფონის ან სხვა ციფრული მოწყობილობების მეხსიერებაში ყველა მონაცემების სარეზერვო კოპირება გარე მატარებელზე.

9. «სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.» იხსნის თავიდან პასუხისმგებლობას შესაძლო მიყენებულ ზიანზე ადამიანებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ქონებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა ექსპლუატაციის წესების და პირობების დარღვევის შედეგად, Samsung–ის პროდუქციით პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით; მყიდველის (მომხმარებელის) ან მესამე პირის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. ასევე «სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.» იხსნის თავიდან პასუხისმგებლობას შესაძლო ზიანზე, მიყენებულს Samsung–ის სათანადო დანიშნულების პროდუქციას პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვის, დაზარალების, მონაცემების და ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში.

არასაგარანტიო მომსახურება

საზღვარგარეთ შეძენილი მოწყობილობებისთვის და/ან მათთვის, რომელთაც არ გააჩნია მწარმოებლის მიერ გაცემული ადგილობრივი კომერციული გარანტია, საქართველოში არსებულ Samsung-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში (ასც) ხელმისაწვდომია არასაგარანტიო მომსახურება!*

თუ საზღვარგარეთ შეძენილი პროდუქტი გაუმართავია, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Samsung-ის ერთ-ერთ ასც-ს ფასიანი სარემონტო მომსახურების მისაღებად.

ასც-ის სპეციალისტები ჩაატარებენ დიაგნოსტიკას და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გაგიწევენ  საჭირო მომსახურებას. შეკეთების დრო დამოკიდებულია გაუმართაობის ტიპზე,  საჭირო სათადარიგო ნაწილების საზღვარგარეთიდან ჩამოტანის პერიოდზე და სხვა ფაქტორებზე.**

დეტალებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0-800-555-555 ან ეწვიოთ ნებისმიერ ასც-ს.

* შეკეთების შესაძლებლობა დამოკიდებულია დაზიანების/გაუმართაობის ხასიათზე. შეკეთებას არ ექვემდებარება მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია სხვა  კლიმატურ ზონაში ან გარემო პირობებში მუშაობისთვის; რომლებიც კონფიგურირებულია ადგილობრივი სტანდარტებისგან განსხვავებული საკომუნიკაციო სტანდარტების შესაბამისად ან თავსებადია ადგილობრივისგან განსხვავებულ ქსელის ადაპტერებთან, და ა.შ. 

** თქვენი მოწყობილობა შეიძლება ვერ შეკეთდეს, თუ საჭირო სათადარიგო ნაწილები არ არის ხელმისაწვდომი.

მწარმოებელს არ ეკისრება საგარანტიო ვალდებულებები და არ განახორციელებს მოწყობილობის უფასო მომსახურებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პირადი (საყოფაცხოვრებო, საოჯახო) მიზნებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის, აგრეთვე სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება მოწყობილობის ძირითად დანიშნულებას;

ბ) მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქციით და მომხმარებლისთვის მოწყობილობასთან ერთად მიწოდებული სხვა დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოწყობილობის მონტაჟის და ექსპლუატაციის წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;

გ) თუ  მოწყობილობას ეტყობა  არაკვალიფიცური შეკეთების კვალი (არაორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენება, მოწყობილობის გახსნა და შეკეთება პირების მიერ, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი მწარმოებლისგან აღნიშნული შეკეთების განსახორციელებლად);

დ) თუ ხარვეზი გამოწვეულია მოწყობილობის დიზაინის ან სქემის მოდიფიკაციით, ან გარე მოწყობილობების მიერთებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მწარმოებლის მიერ.

ე) თუ ხარვეზი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, უბედური შემთხვევით, მომხმარებლის ან მესამე პირის განზრახ ქმედებით ან გაუფრთხილებლობით;

ვ) თუ აღმოჩენილია დეფექტები, რომლებიც წარმოიშვა მოწყობილობის მომხმარებლისთვის გადაცემის შემდეგ მექანიკური დაზიანების, ტენიანობის გავლენის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის, კოროზიის, დაჟანგვის, მოწყობილობის შიგნით უცხო საგნების, ნივთიერებების, სხვა სითხეების მოხვედრის და მწერების ან ცხოველების მიზეზით.

ზ) თუ საჭიროა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მატარებლებიდან ინფორმაციის წაკითხვისთვის განკუთვნილი აუდიო-ვიდეო თავაკების და დისკის წამკითხველის გაწმენდა;

თ) თუ დაზიანება (გაუმართაობა) გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსებისა და მსგავსი პროგრამების ზემოქმედებით; მოწყობილობის პაროლების (კოდების) დაყენებით, შეცვლით ან წაშლით, მოწყობილობაზე  წინასწარ დაინსტალებული პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით და (ან) ხელახალი ინსტალაციით, მესამე მხარის  (არაორიგინალი) პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციით და გამოყენებით, მყარი დისკების ფორმატირებით და სერვისის კოდების გამოყენებით;

ი) თუ დეფექტი წარმოიშვა მოწყობილობის გამოყენებისას ბუნებრივი ცვეთის შედეგად.  ამ შემთხვევაში, ბუნებრივი ცვეთა გულისხმობს პროდუქტის გამოყენების შედეგებს, რამაც გამოიწვია მისი ტექნიკური მდგომარეობისა და გარეგნული იერის გაუარესება ამ მოწყობილობის ხანგრძლივად გამოყენების გამო;

კ) თუ დაზიანება (გაუმართაობა) გამოწვეულია ელექტრომომარაგების, საკაბელო, სატელეკომუნიკაციო ქსელების, რადიოსიგნალის სიმძლავრის სტანდარტებთან ან ტექნიკურ რეგლამენტებთან შეუსაბამობის გამო, მათ შორის, რელიეფის თავისებურებების და სხვა მსგავსი გარე ფაქტორების გამო, მოწყობილობის გამოყენებით საზღვართან ან ქსელის დაფარვის ზონის გარეთ, ან თუ მოწყობილობას დაუკავშირეთ სხვა არათავსებადი ან გაუმართავი გარე მოწყობილობები;

ლ) თუ დაზიანება გამოწვეულია არასტანდარტული (არაორიგინალი) და (ან) დაბალი ხარისხის (დაზიანებული) სახარჯო მასალების, აქსესუარების, სათადარიგო ნაწილების, ბატარეების, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შესანახი საშუალებების გამოყენების გამო (რაც სულ მცირე მოიცავს აუდიო - ვიდეო კასეტებს, CD-ს, DVD-ს, მეხსიერების ბარათებს, SIM ბარათებს, კარტრიჯებს);

მ) თუ ხარვეზები გამოწვეულია შეუთავსებელი  კონტენტის (მელოდიები, გრაფიკული, ვიდეო და სხვა ტიპის ფაილები, Java აპლიკაციები და მათი მსგავსი პროგრამები) მიღებით, ინსტალაციით და გამოყენებით;

ნ) თუ მოწყობილობის მარკირების ეტიკეტზე მითითებული მონაცემები შესწორებულია ან წაშლილია, ან თუ პროდუქტზე არ არის დამაგრებული მარკირების ეტიკეტი.

მოიძიე Samsung-ის სერვის-ცენტრი შენთან ახლოს - მხარდაჭერა

ASC table

ტიპი

ქალაქი

სახელი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

ტიპის აღჭურვილობა ემსახურებოდა

Authorized Service Center

თბილისი

"ELIT ELECTRONICS"

დ. გურამიშვილი, 64

+995(322)200202

მობილური, TV & AV, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, IT

Authorized Service Center

თბილისი

"TECHPOINT"

ს. ცინცაძის ქ. 5

+995(322)422215

მობილური

Authorized Service Center

თბილისი

"TECHPOINT"

ანდრონიკაშვილის 1 შესახვევი, 43

+995(322)422215

TV & AV, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, IT

Authorized Service Center

ქუთაისი

"TECHPOINT"

ირაკლი აბაშიძის 10

+995(322)422215

მობილური, TV & AV, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, IT

Authorized Service Center

ბათუმი

"TECHPOINT"

ჭავჭაძის ქუჩა, 31

+995(322)422215

საყოფაცხოვრებო ტექნიკა

Authorized Service Center

ზუგდიდი

"ELIT ELECTRONICS"

გამსახურდიას 30

+995(322)200202

მობილური, TV & AV, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, IT